Wednesday, December 12, 2018

24 Fun Christmas Treat Ideas For Advent Calendar Desserts

How To Make A Gingerbread House CAKE with chocolate, buttercream, candy ...

რამაზან ბაირამი


მუსლიმები წელს 17 ივლისს ზეიმობენ რამაზან–ბაირამს, რომელიც  ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთია და მას წინ უძღვის მძიმე 30 დღიანი მარხვა. დღესასწაული მოძრავია და მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლება.
Image result for ramazan


ისლამის მიხედვით ღმერთმა რამაზანის თვეს უმნიშვნელოვანესი მისია დააკისრა – კაცობრიობისათვის ბოძებული  ყველა ზეციური წიგნი სწორედ რამაზანის თვეშია წარმოგზავნილი. აბრაამის “წერილები” რამაზანის თვის პირველ ღამეს არის მოვლინებული, “თოვრათი” – ექვსი დღის შემდგომ ანუ რამაზანის თვის მეშვიდე დღეს. “სახარება” (ინჯილ) – რამაზანის თვის მე-13-ე დღეს, “დავითნი” (”ზაბურ”) რამაზანის თვის მე-12 დღეს იქნა ზეშთაგონებული.  უკანასკნელი ზეციური წიგნი “ყურანი”, ამ თვის პირველ პარასკევ დღეს იქნა წარმოვლენილი.  ღმერთმა სამყარო რამაზანის თვეში შექმნა, განკითხვის დღეც  რამაზანის თვის პირველ პარასკევს დაატყდება კაცობრიობას თავს. ეს თვე ღრმა სიბრძნითა და სრულყოფილებითაა გამორჩეული , სწორედ ამიტომ ის  დანარჩენი თერთმეტი თვის გვირგვინად არის წოდებული, ამ თვეში მარხული პირი თვითშემეცნებისა და გონებრივი აღმავლობის გზას ადგას.

რამაზანის დასასრულს კი მუსლიმები მართავენ დღესასწაულს, რომელსაც გახსნილების, მარხვის დასრულების დღესასწაული ეწოდება. ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ,სარიტუალო ლოცვას აღავლენენ; ახლობელ–ნათესავთა, განსაკუთრებით კი საკუთარ რელიგიურ და პოლიტიკურ მეთაურთა მოსანახულებლად დადიან; ყველა ცდილობს, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობის მიხედვით, უმასპინძლოს სტუმრებს, გასცენ მოწყალება
Image result for ramazan sofrasi



წყარო:http://www.ttimes.ge/archives/44732





Tuesday, December 11, 2018

თბილისი

დედაქალაქი
თბილისი
Tbilisi Collage (2010).jpg
დროშაგერბი
Flag of Tbilisi.svgSeal of Tbilisi, Georgia.svg
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
შიდა დაყოფაგლდანის რაიონიდიდუბევაკის რაიონიისნის რაიონიკრწანისის რაიონიმთაწმინდის რაიონინაძალადევის რაიონისაბურთალოს რაიონისამგორის რაიონი და ჩუღურეთის რაიონი
კოორდინატები41°43′00″ ჩ. გ. 44°47′00″ ა. გ.
მერიკახა კალაძე
დაარსდა479
პირველი ხსენებაV საუკუნე
ადრეული სახელებიტფილისი, ტიფლისი
ფართობი720 კმ²
ცენტრის სიმაღლე770 მეტრი
ოფიციალური ენაქართული ენა
მოსახლეობა1,118,035 (2014)
სიმჭიდროვე3 194,38 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელიUTC+04:00
სატელეფონო კოდი32
საფოსტო ინდექსი0100–0150
ოფიციალური საიტიhttp://www.tbilisi.gov.ge/
ქალაქის რუკათბილისის ადმ. რუკა
თბილისი — საქართველო
თბილისი
თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი[1][2]) — საქართველოს დედაქალაქი1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოშითბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედისსამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს[3] და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიასთურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა





















საშოაბო სახლი







Image result for საშობაო სახლი















თაფლაკვერის სახლი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში და ერთგვარ ტრადიციულ საახალწლო ტკბილეულს წარმოადგენს. საქართველოში მას ჯერ კიდევ არა აქვს მასიურად ფეხი მოკიდებული, თუმცა საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა ქვემოთ წარმოდგენილ რეცეპტსა და ინსტრუქციებს გაეცნობით. დამეთანხმებით, ამგვარი ქოხი ნამდვილად გაუხალისებს ბავშვებს ახალ წელს, განსაკუთრებით თუ მათაც ჩართავთ მომზადების პროცესში. ხოლო თქვენი საახალწლო სუფრა უფრო ლამაზი და ორიგინალური გამოვა.


მაშ ასე, პირველ რიგში უნდა მოვზილოთ ცომი, რისთვისაც დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:

მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 3 საათით



image

• სოდა— 1/2 ჩ.კ

• შაქარი— 200 გ.

• თაფლი (თხევადი) — 250 გ.

• კარაქი (გამლღვალი და გაგრილებული) — 200 გ.

• კვერცხი — 3 ცალი

• კონიაკი — 50 მლ.

• დარიჩინი — 1/4 ჩ.ჭ.

• კოჭა (დაფქვილი) — 1/4 ჩ.კ.

• ფქვილი— რასაც შეიზელს.


მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 3 საათით.


ინფორმაციის წყარო:http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/69145-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D/155/