Wednesday, December 12, 2018
რამაზან ბაირამი
მუსლიმები წელს 17 ივლისს ზეიმობენ რამაზან–ბაირამს, რომელიც ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთია და მას წინ უძღვის მძიმე 30 დღიანი მარხვა. დღესასწაული მოძრავია და მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლება.
ისლამის მიხედვით ღმერთმა რამაზანის თვეს უმნიშვნელოვანესი მისია დააკისრა – კაცობრიობისათვის ბოძებული ყველა ზეციური წიგნი სწორედ რამაზანის თვეშია წარმოგზავნილი. აბრაამის “წერილები” რამაზანის თვის პირველ ღამეს არის მოვლინებული, “თოვრათი” – ექვსი დღის შემდგომ ანუ რამაზანის თვის მეშვიდე დღეს. “სახარება” (ინჯილ) – რამაზანის თვის მე-13-ე დღეს, “დავითნი” (”ზაბურ”) რამაზანის თვის მე-12 დღეს იქნა ზეშთაგონებული. უკანასკნელი ზეციური წიგნი “ყურანი”, ამ თვის პირველ პარასკევ დღეს იქნა წარმოვლენილი. ღმერთმა სამყარო რამაზანის თვეში შექმნა, განკითხვის დღეც რამაზანის თვის პირველ პარასკევს დაატყდება კაცობრიობას თავს. ეს თვე ღრმა სიბრძნითა და სრულყოფილებითაა გამორჩეული , სწორედ ამიტომ ის დანარჩენი თერთმეტი თვის გვირგვინად არის წოდებული, ამ თვეში მარხული პირი თვითშემეცნებისა და გონებრივი აღმავლობის გზას ადგას.
რამაზანის დასასრულს კი მუსლიმები მართავენ დღესასწაულს, რომელსაც გახსნილების, მარხვის დასრულების დღესასწაული ეწოდება. ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ,სარიტუალო ლოცვას აღავლენენ; ახლობელ–ნათესავთა, განსაკუთრებით კი საკუთარ რელიგიურ და პოლიტიკურ მეთაურთა მოსანახულებლად დადიან; ყველა ცდილობს, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობის მიხედვით, უმასპინძლოს სტუმრებს, გასცენ მოწყალება
წყარო:http://www.ttimes.ge/archives/44732
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment