Tuesday, December 11, 2018

თბილისი

დედაქალაქი
თბილისი
Tbilisi Collage (2010).jpg
დროშაგერბი
Flag of Tbilisi.svgSeal of Tbilisi, Georgia.svg
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
შიდა დაყოფაგლდანის რაიონიდიდუბევაკის რაიონიისნის რაიონიკრწანისის რაიონიმთაწმინდის რაიონინაძალადევის რაიონისაბურთალოს რაიონისამგორის რაიონი და ჩუღურეთის რაიონი
კოორდინატები41°43′00″ ჩ. გ. 44°47′00″ ა. გ.
მერიკახა კალაძე
დაარსდა479
პირველი ხსენებაV საუკუნე
ადრეული სახელებიტფილისი, ტიფლისი
ფართობი720 კმ²
ცენტრის სიმაღლე770 მეტრი
ოფიციალური ენაქართული ენა
მოსახლეობა1,118,035 (2014)
სიმჭიდროვე3 194,38 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელიUTC+04:00
სატელეფონო კოდი32
საფოსტო ინდექსი0100–0150
ოფიციალური საიტიhttp://www.tbilisi.gov.ge/
ქალაქის რუკათბილისის ადმ. რუკა
თბილისი — საქართველო
თბილისი
თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი[1][2]) — საქართველოს დედაქალაქი1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოშითბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედისსამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს[3] და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიასთურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა





















No comments:

Post a Comment