Wednesday, December 12, 2018
რამაზან ბაირამი
მუსლიმები წელს 17 ივლისს ზეიმობენ რამაზან–ბაირამს, რომელიც ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთია და მას წინ უძღვის მძიმე 30 დღიანი მარხვა. დღესასწაული მოძრავია და მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლება.
ისლამის მიხედვით ღმერთმა რამაზანის თვეს უმნიშვნელოვანესი მისია დააკისრა – კაცობრიობისათვის ბოძებული ყველა ზეციური წიგნი სწორედ რამაზანის თვეშია წარმოგზავნილი. აბრაამის “წერილები” რამაზანის თვის პირველ ღამეს არის მოვლინებული, “თოვრათი” – ექვსი დღის შემდგომ ანუ რამაზანის თვის მეშვიდე დღეს. “სახარება” (ინჯილ) – რამაზანის თვის მე-13-ე დღეს, “დავითნი” (”ზაბურ”) რამაზანის თვის მე-12 დღეს იქნა ზეშთაგონებული. უკანასკნელი ზეციური წიგნი “ყურანი”, ამ თვის პირველ პარასკევ დღეს იქნა წარმოვლენილი. ღმერთმა სამყარო რამაზანის თვეში შექმნა, განკითხვის დღეც რამაზანის თვის პირველ პარასკევს დაატყდება კაცობრიობას თავს. ეს თვე ღრმა სიბრძნითა და სრულყოფილებითაა გამორჩეული , სწორედ ამიტომ ის დანარჩენი თერთმეტი თვის გვირგვინად არის წოდებული, ამ თვეში მარხული პირი თვითშემეცნებისა და გონებრივი აღმავლობის გზას ადგას.
რამაზანის დასასრულს კი მუსლიმები მართავენ დღესასწაულს, რომელსაც გახსნილების, მარხვის დასრულების დღესასწაული ეწოდება. ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ,სარიტუალო ლოცვას აღავლენენ; ახლობელ–ნათესავთა, განსაკუთრებით კი საკუთარ რელიგიურ და პოლიტიკურ მეთაურთა მოსანახულებლად დადიან; ყველა ცდილობს, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობის მიხედვით, უმასპინძლოს სტუმრებს, გასცენ მოწყალება
წყარო:http://www.ttimes.ge/archives/44732
Tuesday, December 11, 2018
თბილისი
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
თბილისი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
შიდა დაყოფა | გლდანის რაიონი, დიდუბე, ვაკის რაიონი, ისნის რაიონი, კრწანისის რაიონი, მთაწმინდის რაიონი, ნაძალადევის რაიონი, საბურთალოს რაიონი, სამგორის რაიონი და ჩუღურეთის რაიონი | ||||
კოორდინატები | 41°43′00″ ჩ. გ. 44°47′00″ ა. გ. | ||||
მერი | კახა კალაძე | ||||
დაარსდა | 479 | ||||
პირველი ხსენება | V საუკუნე | ||||
ადრეული სახელები | ტფილისი, ტიფლისი | ||||
ფართობი | 720 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 770 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 1,118,035 (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 3 194,38 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 32 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0100–0150 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.tbilisi.gov.ge/ | ||||
ქალაქის რუკა | |||||
თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი[1][2]) — საქართველოს დედაქალაქი; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედისსამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს[3] და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა
საშოაბო სახლი
თაფლაკვერის სახლი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში და ერთგვარ ტრადიციულ საახალწლო ტკბილეულს წარმოადგენს. საქართველოში მას ჯერ კიდევ არა აქვს მასიურად ფეხი მოკიდებული, თუმცა საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა ქვემოთ წარმოდგენილ რეცეპტსა და ინსტრუქციებს გაეცნობით. დამეთანხმებით, ამგვარი ქოხი ნამდვილად გაუხალისებს ბავშვებს ახალ წელს, განსაკუთრებით თუ მათაც ჩართავთ მომზადების პროცესში. ხოლო თქვენი საახალწლო სუფრა უფრო ლამაზი და ორიგინალური გამოვა.
მაშ ასე, პირველ რიგში უნდა მოვზილოთ ცომი, რისთვისაც დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 3 საათით
• სოდა— 1/2 ჩ.კ
• შაქარი— 200 გ.
• თაფლი (თხევადი) — 250 გ.
• კარაქი (გამლღვალი და გაგრილებული) — 200 გ.
• კვერცხი — 3 ცალი
• კონიაკი — 50 მლ.
• დარიჩინი — 1/4 ჩ.ჭ.
• კოჭა (დაფქვილი) — 1/4 ჩ.კ.
• ფქვილი— რასაც შეიზელს.
მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 3 საათით.
ინფორმაციის წყარო:http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/69145-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D/155/
Subscribe to:
Posts (Atom)